14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით, საქართველოს პარლამენტის
დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „რუსულ კანონს“. ეს ყველაფერი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე მოხდა. ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე შემდეგ აშშ-სა და ევროპის მხრიდან დაიწყო წერტილოვანი სანქციების დაწესების განხილვა.
ამ თემაზე გამოკითხვა ჩავატარეთ ქალაქ ნინოწმინდაში და შევეცადეთ
გაგვერკვია, რას ფიქრობს მოსახლეობა სანქციებზე, მათ უარყოფით მხარეებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
ერთ-ერთი მოქალაქის აზრით, დასავლეთის სანქციები საქართველოზე უარყოფითად იმოქმედებს, რადგან პირველ რიგში ურთიერთობები დაზარალდება და შემდეგ ის ხალხი, ვინც ხელფასს იღებდა საერთაშორისო პროექტებში.
– “დასავლეთში საქართველო ოდესღაც დემოკრატიულ და პროგრესულ სახელმწიფოდ ითვლებოდა. ახლა კი პირიქით, ამბობენ, რომ
საქართველომ გვიღალატა – ჩვენთან 30 წელი თანამშრომლობდა და ახლა ზურგი გვაქცია, რუსეთს დაუჭირა მხარე”.
“სანქციები არასასურველია, რადგან ისინი გავლენას მოახდენს საქართველოს
განვითარებაზე. ამ დროისთვის ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიზის გარეშე გავემგზავროთ ევროპაში. თუ შეზღუდვები დაწესდება, მოსახლეობა ვერ შეძლებს იქ ჩასვლას, მუშაობის ან განათლებისთვის. ჩვენ არ გვექნება ამის შესაძლებლობა, ჩვენ აღმოვჩნდებით “საბჭოთა კავშირში”, – გვიზიარებს თავის წუხილს ერთ-ერთი რესპონდენტი.
კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს: “საქართველო ისეთი უნდა იყოს, რომ არავისზე იყოს დამოკიდებული, უნდა აწარმოოს სტაბილური პოლიტიკა, რათა არ აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. ამერიკა რუსეთს თავის მხრივ უტევს და შედეგად მცირე სახელმწიფოები იტანჯებიან“.
დამატებითი დეტალები ჩვენს აუდიო ჩანაწერში.