ევროპა ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს ახალგაზრდებს, რამელიც მოიცავს განათლებას, სამუშაოს, კულტურას და პიროვნულ განვითარებას.
ამ შესაძლებლობით სარგებლობს საქართველოს ბევრი ახალგაზრდა.
ევროპამ დიდი შესაძლებლობები მისცა და აძლევს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბევრ ახალგაზრდებს.
ლუსინე ამირხანიანი ნინოწმინდიდანაა. სწავლობდა თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ლუსინი ხორვატიაში გაემგზავრა აგვისტოში EKO Centar Latinovac პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მთავარი მიზანია ნებაყოფლობითი მუშაობა და ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ჯგუფში შედის 10 ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან: ავსტრიიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან.
„ჩვენ ორი მონაწილე ვართ საქართველოდან. ყველაფერს ორგანიზაცია აფინანსებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალ დღეებში, მქონდეს შესაძლებლობა რომ ვიმოგზაურო ხორვატიის მეზობელ ქვეყნებში. შთაბეჭდილებები ძალიან კარგია. ჩვენ ვსაუბრობთ ინგლისურად, ვეცნობით სხვადასხვა ქვეყნებს. რაც შეეხება სამსახურს, გვაქვს როგორც ფიზიკური, ასევე აღმზრდელობითი სამუშაო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლუსინემ რადიო NOR-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ პროგრამის დახმარებით შესაძლებელია ინგლისური ენის უკეთ შესწავლა და გამოცდილების მიღება.
„ევროპის მხრიდან ასეთი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებული ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, რადგან თუ უნივერსიტეტში ვიღებთ ცოდნას, ვსაუბრობთ ევროპაზე, ასევე გვჭირდება პრაქტიკული მუშაობა მიღებული ცოდნის განსახორციელებლად“, – ამბობს ლუსინე.
ავღნიშნოთ რამდენიმე პროგრამა, რომლითაც ევროპა დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს.
- ERASMUS+ პროგრამა. პროგრამა გთავაზობთ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებას და სამუშაო გამოცდილებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
- სტიპენდიები და ფინანსური მხარდაჭერა. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტები და ორგანიზაციები სთავაზობენ სტიპენდიებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ევროპაში.
- კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ევროპის ქვეყნები ხშირად აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს, ფესტივალებსა და სემინარებს, სადაც ნინოწმინდელ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
- პროფესიული განვითარების პროგრამები. ევროპაში ბევრი პროგრამაა, რომელიც გვთავაზობს პროფესიულ განვითარებას და ტრენინგებს, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ნინოწმინდელ ახალგაზრდებისთვის.
ესეთი შესაძლებლობები შეუძლია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების საგანმანათლებლო და პროფესიულ ზრდას, ასევე მათი ინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებაში.
ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ევროპა გასცემს ბევრ გრანტს სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის, ტურიზმის, ბიზნესისა და სხვა სფეროების განვითარებისთვის.