მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში

მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში

18 სექტემბერს თბილისში სასტუმრო Rooms-ში   „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ჩატაარა შეხვედრა.„მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში“.

2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით „მედიის, ინფორმაციის და სოციალურიკვლევების ცენტრმა“, საქართველოში ა.შ.შ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი – „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით“.

“საქართველოში 46 მედიასაშუალებასთან თანამშრომლობით რომლებმაც თავიანთი მონაცემები გაგვიზიარეს,შესაძლებლობა მოგვეცა შეგვეგროვებინა,  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სტატისტიკური მონაცემები რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ.ჩვენი ორგანიზაციის მონიტორები რიგ შემთხვევაში ეხმარებოდნენ მედიასაშუალებებს”ამბობს  პროექტის ხელმძღვანელი ეკატერინე ბასილაია.

პროექტის მიზანი იყო მედიასაშუალებების მხარდაჭერა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და დროულად მიღების მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მატარებელი უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%)”.

იხილეთ ასევე ვიდეომასალები

რატომ მალავენ საჯარო სტრუქტურები საჯარო ინფორმაციას?!

სასამართლოში ეს დავები იწელება წლობით და ინფორმაცია ღირებულებას კარგავს “, – ზვიად ქორიძე

 

Radio NOR · მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ფარგლებში