ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღემდე შემორჩენილია ძველი თაობიდან დღევანდელ თაობამდე მოღწეული სომხური ტრადიციები.
ძველად ცხოვრება ძალიან რთული იყო, ამიტომაც უჭირდა დიასახლისებს ოჯახის წევრების გამოკვება. ხელში მხოლოდ მარცვლეული ჰქონდათ და მისგან სხვადასხვა კერძის მომზადებას ცდილობდნენ.
ჩვენს დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ხორბლის ფქვილისა და ფოხინძის მომზადების რთულ პროცესზე. მაგალითად, ხორბალსა და ქერს თონის ცეცხლზე შეწვავენ, სანამ თანაბრად შეიწვება, ისე რომ არ დაიწვას, შემდეგ მიაქვთ წისქვილში დასაფქვავად.რის შემდეგაც იგი მზადაა გამოსაყენებლად მთელი წლის განმავლობაში.
მას ძირითადად ასე ამზადებენ: ჭურჭელში ჩაყრიან მშრალ ”ფოხინძს”, ასხამენ ადუღებულ წყალს, ხის კოვზით ზელავენ სქელ მასის მიღებამდე და სურვილის მიხედვით უმატებენ გამდნარ ზეთს და შაქრიან წყალს ან გამდნარ თაფლს. მას ძირითადად საჭმელად იყენებენ, ეგ ძალიან საპატიო კერძია და უყვართ ადგილობრივები.
ადგილობრივები ძავარს დიდი რაოდენობით ამზადებენ, რათა მთელი ზამთარი სხვადასხვა კერძებისთვის გამოიყენონ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში უძველესი ტრადიციები არა მხოლოდ შემონახულია, არამედ აქტიურად გამოიყენება. ყველა დიადახლისი თავის მოვალეობად თვლის ყოველ შემოდგომაზე მოემზადოს გრძელი და ცივი ზამთრისთვის და მოამზადოს ტრადიციული “ძავარი”და “ფოხინძი”.
ქალბატონმა ჰამასმა გაიზიარა, თუ როგორ ამზადებს ტრადიციული მარცვლეულის კერძებს მრავალი წლის განმავლობაში. ის ყვება, როგორ ისწავლა დედამთილისგან და თავის მოვალეობად თვლის, რომ დღესაც ოჯახისთვის საჭმელი მოამზადოს.
ქალბატონი ჰამასი მოუწოდებს ახალგაზრდებს გააგრძელონ და შეინარჩუნონ საუკუნეებიდან მომდინარე ტრადიციები.