“ევროპა: ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებისა და მომავლის კარიბჭე”-მარიამ ბალიაშვილი

“ევროპა: ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებისა და მომავლის კარიბჭე”-მარიამ ბალიაშვილი

მარიამ ბალიაშვილი დაიბადა 1996 წლის 4 მარტს ქალაქ გორში. ბავშვობა სწორედ იქ გაატარა და დაამთავრა გორის მეათე საჯარო სკოლა. მარიამისთვის განათლება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ამიტომ სკოლის დასრულებისთანავე ჩააბარა საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

უნივერსიტეტში მიღებული განათლება და გამოცდილება მარიამისთვის მტკიცე საფუძველი გახდა კარიერული წინსვლისთვის. 2021 წელს, ახალი შესაძლებლობების საძიებლად, მან გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ და გაემგზავრა გერმანიაში. ეს ნაბიჯი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა: მარიამმა არა მხოლოდ გაიღრმავა პროფესიული უნარები, არამედ ჩამოაყალიბა თავისი ხედვები გლობალურ ურთიერთობებზე .

დღეს მარიამი  დარწმუნებულია, რომ სწორი გზით წავიდა. გერმანიაში ცხოვრებამ და მუშაობამ მისცა შესაძლებლობა, გაეცნო ახალი კულტურები, დაემყარებინა მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტები და განევითარებინა პირადი და კარიერული უნარები. მისი მიზანი არის მომავალშიც აქტიურად იშრომოს და მეტი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიპლომატიის განვითარებაში.

მარიამ ბალიაშვილი წარმატების მაგალითია, რომელიც ამტკიცებს, რომ ძალისხმევა, სწორმა განათლებამ და ინტერნაციონალურმა გამოცდილებამ შეიძლება ადამიანს მისცეს ფართო შესაძლებლობები კარიერული წინსვლისთვის.