მერუჟან ხნკოიანი ნინოწმინდიდან არის,25 წლისაა,სწავლობდა სსიპ ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლაში. წლეების განმავლობაში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და ტრენინგებში, ასევე პირადად ატარებდა სხვადასხვა ტრენინგებსა და პროექტებს სხვადასხვა თემაზე და აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება. მერუჟან ხნკოიანი ასევე მუშაობდა წითელი ჯვრის (ICRC) პროგრამაში, ახალქალაქის ფილიალის მენეჯერად.
მერუჟან ხნკოიანი 2022 წელს Erasmus+ პროგრამით პოლონეთში გაემგზავრა USANT Media პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თავიანთი კულტურა.
Erasmus+ პროგრამა არის ევროკავშირის ყველაზე დიდი პროგრამა განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, რომელიც გაგრძელდა 2014-2020 წლებში და ახლა გრძელდება 2021-2027 წლებში. 2021-2027 წლების ციკლებში Erasmus+ 26,2 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს მობილურობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 14,7 მილიარდ ევროს 2014-2020 წლების ბიუჯეტს.
ამ პროგრამაში ასევე მონაწილეობდა მერუჟან ხნკოიანი, რომელიც წარმოადგენდა სომხეთს ევროპაში, სომხურ კულტურას, სიმღერასა და მუსიკას.
«ევროპა დიდ სარგებელს და შესაძლებლობას სთავაზობს ახალგაზრდებს სამუშაოს და რატომ არა, ცხოვრებისა და რაც მთავარია სწავლის კუთხით, რომლებსაც შეუძლიათ კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი ცოდნა და მიაღწიონ დიდ წარმატებას. იმიტომ, რომ საქართველოში ბევრი ევროპული პროგრამაა, რომელიც ასევე აძლევს ახალგაზრდებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას. მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, თავად დაინტერესდნენ პროგრამებით, იყვნენ ინფორმირებულები და ისარგებლონ იმ პრობრამებით, რომლებიც ევროპაში წასვლისა და ახალი წარმატებების შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა მერუჟან ხნკოიანმა რადიო NOR-თან საუბარში.