საქართველოსა და ქართველ ხალხს შორის კავშირი ევროკავშირთან (EU) რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტიდან გამომდინარეობს.
პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.
ეს ყველაფერი ერთად ცხადყოფს, რომ ევროკავშირსა და ევროინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და საგარეო პოლიტიკის წარმატების უზრუნველყოფას.
რადიო NOR- მა „ალიკ მედია საქართველოს“ დირექტორს ლიზა ტოროსიანთან ისაბრა ევროკავშირისა და ევროკავშირის ქვეყნების მნიშვნელობაზე „რუსული კანონის“ ფონზე.
ქვემოთ წარმოგიდგენთ კითხვას და პასუხს.
- რა როლი აქვს ევროპას ქართული საზოგადოების ცხოვრებაში?
წლეების წინ საქართველო ევროპული ღირებულებების მქონე ევროპულ ქვეყნად ითვლებოდა, გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა მისწრაფება და ყველაფერი გავაკეთეთ, იმისთვის რომ ევროპული ოჯახის ნაწილი გავმხდარიყავით, ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამებოდა. ყოველ შემთხვევაში, ახალი კანონის მიღებამდე საქართველო იყო ასოცირების ტრიადაში მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშიც წერია, რომ სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა გამოიჩინოს სტრუქტურასა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორი სტრუქტურის ნაწილი უნდა ვიყოთ, რადგან ევროპას საქართველოსთვის დიდი როლი აქვს.
- დღეს რა სფეროებს განვიტარებას უწყობს ხელს დასავლეთი?
ასოცირების ხელშეკრულებიდან დაწყებული, საქართველომ მიიღო სხვადასხვა პრივილეგიები ევროკავშირისგან, სხვადასხვა სფეროში, დაწყებული ფულადი მხარდაჭერით დამთავრებული როგორც სამხედრო, განათლება, სოფლის მეურნეობის განვითარება, კორუფციასთან ბრძოლა. ევროპა წლების განმავლობაში დებს თავის რესურსებს საქართველოს განვითარებისთვის.
- რა შესაძლებლობებს სთავაზობენ ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს?
წლეებს წინ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. როგორც საქართველოს მოქალაქე ვმოგზაურობთ ევროკავშირის 6 ქვეყანაში, იქ შესაძლებლობას აძლევენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს თავიანთ ქვეყანაში უფრო სწრაფად ინტეგრაციას. პლაკატებიდან და ნაწერებიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ ევროკავშირი ასევე აფინანსებს მცირე ბიზნესის მფლობელებს საქართველოში, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად გახდნენ ფინანსურად სტაბილური.