ჟდანოვში იმედგაცრუებულები არიან მშობელი,მასწავლებელი და მოსწავლე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟდანოვის საჯარო სკოლა საგანგებო მდგომარეობის გამო იკეტება.
«რთული დღეები ჯერ კიდევ წინ გველის. ზამთარი მალე მოვა და იცით რა ხდება ჟდანოვიდან სამების გზაზე. ამ დროს ბევრი გაცდენა იქნება და ჩვენი შვილები დაზარალდებიან. არ ვიცი რა ვთქვა. ყველა იმედგაცრუებულია: მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე“, – ამბობს ჟდანოვის მაცხოვრებელი.
ჟდანოვის საჯარო სკოლის ფეისბუქ გვერდზე დადებულია ინფორმაცია, რომ განუსაზღვრელი ვადით სასკოლო პროცესი გაგრძელდება სამების სკოლაში.
„სკოლა ვერ გაიხსნა, დღეიდან მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები სასკოლო პროცესს სამების სკოლაში გაურკვეველი ვადით გააგრძელებენ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება…“ – ნათქვამია დაწერილ პოსტში.
მასწავლებლებმა პოსტზე კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ იმედი ბოლოს კვდება.
ამას წინათ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ჩიოდა, რომ წლეებია სკოლა არ გარემონტებულა და არდადეგების პერიოდშიც ამ საქმით არ დაინტერესებულან და მხოლოდ გაკვეთილების დაწყების შემდეგ სკოლაში გადაუდებელი მდგომარეობა გამოცხადდა.
რადიო NOR-მა გააგრძელებს მოვლენების განვითარებას მჭიდროდ დაკვირვებას.