,,უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტმა საქართველოში, საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი გამოიწვია.კანონპროექტი ითვალისწინებს,რომ ორგანიზაციებსა და მედიას,რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ ,,უცხოური აგენტის”სტატუსი მიენიჭოთ.ეს ინიციატივა უარყოფითად აისახა სხვადასხვა სექტორზზე,განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებზე (NGO),მედიასივრცესა და აქტივისტურ გაერთიანებებზე.
“უცხოური აგენტების” შესახებ კანონმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია და უარყოფითად აისახა სხვადასხვა სექტორზე, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიასივრცესა და სამოქალაქო გაერთიანებებზე.
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი თვლის, რომ “რუსული კანონი” უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი მოვლენაა საქართველოს ახალ ისტორიაში. კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ემსახურება რუსეთის გავლენის გაძლიერებას.
“მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა პირი და ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს ევროკავშირთან ან ზოგადად დასავლეთთან, შეიძლება გამოცხადდეს აგენტად”.
ეს კანონი აშკარა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან.
– “კონსტიტუციაში პირდაპირ არის გაწერილი საქართველოს ვალდებულება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ამდენად, კანონი, რომელიც ხელს უშლის ამ კურსს, არის ანტიკონსტიტუციური.
მისი ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესი არამხოლოდ შეფერხდება, არამედ პრაქტიკულად შეწყდება. ამასთან, კანონის გატარება დამანგრეველ გავლენას მოახდენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და გამოიწვევს ისეთივე შედეგებს, რაც რუსეთის ფედერაციაში მივიღეთ – სამოქალაქო საზოგადოების დაშლა და დამოუკიდებელი მედიის განადგურება.
რუსეთში მსგავსი კანონის მიღებამ სამოქალაქო საზოგადოება ფაქტობრივად გაანადგურა, ხოლო დამოუკიდებელი მედია და აქტივისტები რეპრესირებული აღმოჩნდნენ. ანალოგიურად, საქართველოში ამ კანონის მიზანა, რომ დამოუკიდებელი აქტორები ჩაახშოს და კრიტიკული აზრი გააქროს”.
ასეთი ნაბიჯი, თუ ბოლომდე აღსრულდება, ქვეყანაში შექმნის მდგომარეობას, სადაც ყველა გადაწყვეტილება ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნება კონტროლირებადი.
– “მიუხედავად ამ კანონისა, ჩვენ უარი ვთქვით რეგისტრაციაზე და ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივი გზებით. საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი, სადაც ჩვენ ერთ-ერთი ხელმომწერები ვართ.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლოსთვისაც მზადდება შესაბამისი სარჩელი, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
მთავრობამ შესაძლოა რეპრესიების გამოყენებასაც მიმართოს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. ჩვენ ველოდებით, რომ კანონის ამოქმედება კიდევ უფრო გაართულებს შეკრების თავისუფლებას და შეზღუდავს თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობებს”, დასძენს დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოში მიღებული “უცხოელი აგენტების კანონი”. ევროკავშირმა და აშშ ერთხმად მოუწოდა საქართველოს მთავრობას კანონპროექტის შეჩერებისკენ, რადგან ამ კანონის ამოქმედება შეასუსტებს საქართველოს ურთიერთობას დასავლეთთან და შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
ამა წლის 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ განაცხადა, რომ დემოკრატიის უკუგების გამო საქართველო 121-მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას დაკარგავს ევროკავშირის მხრიდან.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში;დემოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი ,უჩა ნანუაშვილი.