პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენ“ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საარჩევნო კამპანია გამართა

პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენ“ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საარჩევნო კამპანია გამართა

13-ოქტომბერს, ტარიელ ნაკაიძე პოლიტიკური პარტია „ჩვენ“  ლიდერმა,  ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ლიდერი, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მოიცავდა პარტიული გეგმების და ინიციატივების წარდგენას, რაც მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

პარტიის თანათავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ, ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის
სომხურ თემს, პარტიის პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ინიციატივებს, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას.

პარტიის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ“ წარმოადგენს ყველა მოქალაქის ინტერესს,მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა. „ჩვენ“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეთნიკურ უმცირესობებთან დიალოგის გაღრმავებას და მათი ინტერესების დაცვას.

მსგავსი შეხვედრები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში და ადგილობრივი საზოგადოების მონაწილეობის ზრდაში.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში:ტარიელ ნაკაიძე, პოლიტიკური პარტია „ჩვენ“  ლიდერი

Radio NOR · პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენ“ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საარჩევნო კამპანია გამართა