ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია.ამ პროცესში ოთხი სხვადასხვა პარტიაა ჩართული მათ შორის,გახარიას პარტია „საქართველოსთვის“რომლის წარმომადგენელები მოსახლეობასთან შეხვედრას აქტიურად განაგრძობენ.
პარტიის რეგიონალური წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთში ნინოწმინდასა და ახალქალაქში,აქტიურ შეხვედრებს მართავს ამომრჩევლებთან.მასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრებში მონაწილეობს ნარინე გინოსიანი,რომელიც ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატია და პარტია ,,საქართველოსთვის” პროპორციულ სიაში 55-ე ნომრად არის წარმოდგენილი.
პარტიის ,,საქართველოსთვის”მთავარი ფოკუსია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ყურადღება ექცევა განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდების დასაქმებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას.ადგილობრივებმა პირადად გაუზიარეს ხორგუანსა და გინოსიანს თავიანთი პრობლემები და მოსაზრებები, რაც დაკავშირებულია სოციალურ დახმარებასთან და ეკონომიკურ სირთულეებთან. პარტია „საქართველოსთვის“ გუნდი კიდევ რამდენიმე შეხვედრას გეგმავს ნინოწმინდასა და ახალქალაქში, რათა უფრო მეტი ამომრჩეველი ჩართოს არჩევნების პროცესში და გააცნოს მათ პარტიის ხედვები.
“ვფიქრობ, ეს პარტია არის შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლარიზაცია და ის რადიკალიზმი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა – ძველი თუ ახალი – და ქართული ოცნება გვთავაზობენ.”-სოფიო ხორგუანი.
ვრცლად აუდიომასალაში რადიო NOR-თან;პარტიის რეგიონალური წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი.