საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი კვლავ მწვავე კრიტიკის საგანი რჩება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
აგენტების კანონის მოწინააღმდეგეები ამობობენ, რომ ეს კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რაც საბოლოოდ ხელს უშლის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის სრულყოფილად მუშაობას და ამავდროულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
“პროექტი 64” ერთ-ერთი მედიაა, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და ვალდებულია კანონის თანახმად დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში “უცხოურ აგენტად”.
“პროექტი 64” თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი გოგუამ რადიო NOR-თან საუბრისას განაცხადა რომ, მათი მედია არ დარეგისტრირდება “უცხოურ აგენტებად” – “ველოდებით როგორ დამთავრდება არჩევნები, რა მოხდება ამის შემდეგ და როგორ განვითარდება მოვლენები”.
– “მთელი ეს კანონმდებლობა, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს, აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციების და მედიის მუშაობის შეწყვეტას ქვეყანაში. ეს კანონი დამუშავდა იმისთვის, რომ ოპოზიციურ ძალებსა და სამოქალაქო სექტორს გზა გადაუკეტონ.
არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ დიდხანს აპირებს ქვეყანის სათავეში დარჩენას.
ამას კი თანსდევს ოპოზიციის შეზღუდვისა და მუშაობის აკრძალვის გეგმები. ძალიან ცუდი პროცესი მიმდინარეობს, რამაც საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ უფრო და უფრო ვშორდებით ჩვენ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, ვერ შევალთ ევროპაში. ყოველი ნაბიჯი რაც ამ მიმართულებით იდგმება, გვაშორებს ევროპულ გზას და დემოკრატიას.
არ მინდა, რომ რუსეთის ორბიტაზე მოვექცეთ, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ამისკენ მიდის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში აკეთებდა – სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს”, – ამბობს გიორგი.
20-ოქტომბერს თბილისში გაიმართა მარში სლოგანით “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.
აქცია საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში: გიორგი გოგუა “პროექტი 64”-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი