მიუხედავად იმისა,რომ წელს ნინოწმინდაში კარტოფილის უხვი და კარგი მოსავალია,თოვლისა და ხარჯების მატების ფონზე მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა კარტოფილის მოსავლის ამოღება სერიოზულ პრობლემად იქცა მრავალი ფერმერისთვის.მიმდინარე წლის ამინდის მოულოდნელი ცვლილებები, კერძოდ თოვლის მოვლა და ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, კარტოფილის ამოსაღებ სამუშაოებს აფერხებს. ამინდის გაუარესების შედეგად, ფერმერები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვერ ახერხებენ ტრაქტორების გამოყენებას, ხოლო მუშახელი მკვეთრად გაზრდილ ანაზღაურებას ითხოვს.
რადიო NOR-ის ჟურნალისტი დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა და მოსახლეობას გაესაუბრა.
-‘’თოვლმა და ტენიანობის მატებამ ტრაქტორების შესვლა და მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. ამას ემატება ისიც, რომ მინდვრები დატბორილია.გარდა ამისა, კარტოფილის მკრებავებმა ფასი მკვეთრად გაზარდეს – ახლა ერთი დღის სამუშაოსთვის 100 ლარს ითხოვენ.ამბობს სოფელ მამზვარის ერთ-ერთი მაცხოვრებელი
კარტოფილის ფასი 40-50 თეთრს შორის მერყეობს, რაც ფერმერებისთვის სრულიად არასაკმარისია. ამგვარი დაბალი ფასი კარტოფილის გაყიდვისას ვერ ფარავს მოსავლის წარმოებისთვის გაწეულ ხარჯებს, რაც მოიცავს ტრაქტორების მომსახურებას, სათესლე მასალას,და მუშახელს.
-“თოვლის გამო კარტოფილი ვერ ამოვიღეთ, ტრაქტორი ვერ შედის მინდორში და მუშებსაც ვერ ვიხდით ფულს, რომ დაგვეხმარონ. ხარჯები იმდენად გაიზარდა, რომ არც მოსავლის გაყიდვა გვეღირება,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერი.
ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში:ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობა