2024 წელის 3-ოქტომბერს,რადიო NOR-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილია სოფელ გორელოვკაში მდებარე მდინარე ბუღდაშენის კრიზისული მდგომარეობა. სტატია შეიცავს ფოტო-ვიდეო მასალას, რომელიც ადგილზე რადიო ნორის ჟურნალისტებმა გადაიღეს. მასალებში ნათლად ჩანს მდინარის დაბინძურების მასშტაბი — წყალში ჩაყრილი შუშის ბოთლები, კანალიზაციის მილები და პირუტყვის ფეკალური მასა, რომელიც მდინარის ნაპირზეა დაყრილი.იხილეთ ძველი ლინკი
,,მდინარე ბუღდაშენის კრიზისი გორელოვკაში და საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა” ფოტო-ვიდეო
ფოტო-ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ მდინარე ბუღდაშენი სერიოზულად დაბინძურებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ.
სტატიის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში, 10 ოქტომბერს, ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის უფროსი ტიგრან ეღოიანი, სოფელ გორელოვკაში ავიდნენ. ადგილზე მათ დაათვალიერეს მდინარე ბუღდაშენი და შეაფასეს დაბინძურების მასშტაბი. ვიზიტის დასრულების შემდეგ, რადიო NOR-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა ეღოიანს, რათა გაერკვია, რა ნაბიჯები გადაიდგმებოდა მდინარის პრობლემის მოსაგვარებლად.ტიგრან ეღოიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგენს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეცემა.იხილეთ ძველი მასალა
დღეს რადიო ნორის ჟურნალისტი კვლავ დაუკავშირდა ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს,ტიგრან ეღოიანს რათა გაერკვია მოგვარდა თუ არა სოფელ.გორელოვკაში მდინარე ბუღდაშენის დაბინძურების საკითხი.
-“ადგილობრივი 2 მოსახლე უკვე გავაფრთხილეთ და კანალიზაციის მილები ამოიღეს მდინარიდან.გაიწმინდა თუ არა მდინარე ზუსტი პასუხი არ ვიცი,მაგრამ რაც შორიდან დავინახე,შედარებით სუფთაა ამბობს, ტიგრან ეღოიანი.
რადიო NOR-ის ჟურნალისტები კვლავ დაბრუნდნენ სოფელ გორელოვკაში, რათა ადგილზე შეემოწმებინათ მდინარე ბუღდაშენის მდგომარეობა. მათ აღმოაჩინეს, რომ მდინარის გაწმენდითი სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა, ხოლო დაბინძურების დონე არ შეცვლილა. ამჯერად, მხოლოდ წყლის დონე იყო მცირედით მომატებული, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სეზონური ცვლილებებით.
რადიო NOR-ი აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის მდინარე ბუღდაშენის მდგომარეობის შესახებ.