რადიო NOR-მა გამოკითხა ნინოწმინდის მოსახლეობა, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ვირუსულ დაავადებებს და მიმართავენ თუ არა ექიმს.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნინოწმინდის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსული ინფექციების დროს თავს იკურნებს სახლში, უმეტესად ხალხური საშუალებებითა და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით. გამოკითხულთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ექიმთან მისვლა მათთვის საჭირო არ არის, რადგან გაციებას გართულება არ მოყვება.ნინოწმინდის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიმართავს ხალხურ საშუალებებს.ამ მეთოდებს სარგებელს მოაქვს მსუბუქი ვირუსების დროს, თუმცა ხშირად საკმარისი არ არის, როდესაც საქმე უფრო რთულ ვირუსს ეხება ეხება.
მოსახლეობა ასევე აღნიშნავს, რომ მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ხშირად ბევრისთვის მიუწვდომელია.
როგორც ერთ-ერთმა გამოკითხულმა განაცხადა:-“წამლების ფასები გაორმაგდა. განსაკუთრებით ძვირია გულის წამლები – თითო წამალი 60-70 ლარი ღირს. აქ რა უნდა გააკეთო? ან უნდა იმკურნალო შენით, ან უნდა მოკვდე.“
შემოდგომა გაციების და გრიპის სეზონია, როდესაც ამინდი იცვლება, ტემპერატურა მკვეთრად იკლებს და ვირუსები აქტიურდებიან. ამ დროს იზრდება რესპირატორული დაავადებების შემთხვევები, რაც გვაიძულებს მეტი ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში;ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობა