ნინოწმინდაში ვირუსული ინფექციების ზრდა შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელია, მაგრამ პრევენციული ზომების მიღება დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. რადიო NOR-თან ნინოწმინდის ევექსის კლინიკის პედიატრი, ქალბატონი ლამარა დემეტრაძე საუბრობს:
“ვირუსული ინფექციები ყოველთვის იყო და იქნება, ამიტომ უნდა ვისწავლოთ მათთან გამკლავება,” – გვეუბნება ქალბატონი,ლამარა. ის ხაზს უსვამს, რომ თუ ბავშვს სურდო, ხველა ან სხვა ვირუსული სიმპტომები აქვს, საჭიროა სკოლასა თუ ბაღს მოვარიდოთ, რათა დაავადება არ გავრცელდეს.ვირუსების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბავშვებმა ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და წყლით. ასევე მნიშვნელოვანია რეგულარულად განიავდეს ოთახი, სადაც ბავშვები ხშირად იმყოფებიან, რათა ვირუსების კონცენტრაცია შემცირდეს. სველი წესით დასუფთავებაც დამატებით მნიშვნელობას ატარებს.
პედიატრი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სუფთა ჰაერზე ყოფნის სარგებელზე.- “2 თვის ბავშვიც კი ყოველდღიურად უნდა გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, თოვლშიც კი, მთავარია არ იყოს ქარიანი ამინდი,” – აღნიშნავს პედიატრი. სუფთა ჰაერი ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას.
-“კოკსაკის ვირუსი ბოლო პერიოდში ბავშვებში განსაკუთრებით გახშირდა და ხასიათდება გამონაყრით კანზე. ეს სიმპტომი მშობლებისთვის სიგნალია, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ პედიატრს. დროული დიაგნოზი და მკურნალობა ხელს შეუწყობს გართულებების თავიდან აცილებას და ბავშვის ჯანმრთელობის სწრაფ აღდგენას.
-“კოვიდის შემდგომი ვირუსული ინფექციები ხშირად იწვევს გართულებებს, როგორიცაა ბრონხოსპაზმი, ფილტვის დაზიანება და პნევმონია.
შემოდგომის სეზონზე ნინოწმინდაში ვირუსული ინფექციების მატება ზრდის მშობლებისა და აღმზრდელების პასუხისმგებლობას. პრევენციული ზომების დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და სუფთა ჰაერზე სეირნობა, მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რისკს. პედიატრების რეკომენდაციების გათვალისწინება დაეხმარება საზოგადოებას ვირუსებთან გამკლავებაში და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვაში.
შემოდგომის სეზონმა ნინოწმინდაში ვირუსული დაავადებების გავრცელება მნიშვნელოვნად გააძლიერა. ამ პერიოდში ბავშვები და მოზარდები სასწავლო წლის ძირითად დროს დახურულ სივრცეებში, სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში ატარებენ, რაც ვირუსების გავრცელების რისკს ზრდის. მშობლებისთვის, აღმზრდელებისა და პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია დაიცვან რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ და მათ შვილებს ინფექციებისგან დაცვაში.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:ნინოწმინდის ევექსის კლინიკის პედიატრი,ლამარა დემეტრაძე.