ქალაქ ნინოწმინდაში, ჰოვსეპიანის#22 ქუჩაზე მცხოვრები ჰაიკუშ აღჯოიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მის სახლთან გარე განათების ბოძის არდადგმის გამო. მისი თქმით, “შპს ვიდისმა,” რომელიც ნინოწმინდაში გარე განათების სისტემას აწარმოებს, შეგნებულად არ დაამონტაჟა ბოძი მის ეზოს წინ. „ჩემს ეზოს აარიდეს და აქ არ დადგეს შეგნებულად“ – აცხადებს აღჯოიანი და აღნიშნავს, რომ ამ პრობლემამ მისი უსაფრთხოება და კომფორტი შეაფერხა, განსაკუთრებით ღამით გადაადგილების დროს.
აღნიშნული საკითხის გასარკვევად, რადიო Nor-ი დაუკავშირდა „შპს ვიდისს,“ რომელიც ქალაქში გარე განათების სისტემას უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.