2025 წლის დასაწყისიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვირუსული დაავადებების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.როგორც რადიო NOR-ის მიერ გამოკითხული ნინოწმინდის ევექსის კლინიკის პედიატრი, ლამარა დემეტრაძე აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია, და სტაციონარში ადგილები თითქმის აღარ არის.
-”ჩვენ ველოდებით პაციენტების გაწერას, რათა ახალი პაციენტები მივიღოთ. ყველაზე ხშირად ვირუსის მქონე პაციენტები კლინიკას მაღალი სიცხით, პლევმონიით და გართულებული მდგომარეობით მიმართავენ. დეკემბრის ბოლოდან ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, რაც სეზონურობისა და ინფექციის გავრცელების პიკთანაა დაკავშირებული,“ – განმარტავს ლამარა დემეტრაძე.
ექიმი მშობლებს ურჩევს, დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ ბავშვს ვირუსული სიმპტომები უვლინდება. „ნუ დაელოდებით, სანამ სიცხე აუწევს. თუ ბავშვი ჭირვეულობს, არ ჭამს ან სხვა ვირუსული სიმპტომები აქვს, აუცილებლად მიმართეთ საავადმყოფოს, რათა დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა განხორციელდეს,“ – აღნიშნავს ის.
ლამარა დემეტრაძე ასევე აქცენტს აკეთებს ვირუსის პრევენციაზე და რამდენიმე რჩევას აძლევს მშობლებს:რეგულარულად გაანიავეთ ოთახები, სადაც ბავშვები ხშირად იმყოფებიან, რათა ვირუსების კონცენტრაცია შემცირდეს.გამოიყენეთ სველი წესით დასუფთავება, რაც ჰიგიენის დაცვაში დაგეხმარებათ.უზრუნველყავით ბავშვების სუფთა ჰაერზე ყოფნა, რაც ორგანიზმის გაჯანსაღებას ხელს უწყობს.
მიუხედავად გაზრდილი პაციენტების ნაკადისა, ექიმი ხაზს უსვამს, რომ დროული რეაგირება და პრევენციული ზომები ინფექციების სერიოზული გართულებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:ნინოწმინდის ევექსის კლინიკის პედიატრი,ლამარა დემეტრაძე.
რადიო ნორის ჟურნალისტი დაინტერესდა,მიმართავენ თუ არა ნინოწმინდის მაცხოვრებლები ვირუსის დროს ექიმს
-“ჯერ არ მქონია ვირუსი,მაგრამ თუ რაიმეს შევამჩნევ აუცილებად მივმართავ ექიმს.ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.
იხილეთ ასევე რადიო NOR-ის ძველი მასალა
ნინოწმინდაში ვირუსული დაავადებები მატულობს – როგორ დავიცვათ ბავშვები და მოზარდები ინფექციებისგან?