მუსიკოსები იპოდრომის დასაცავად საპროტესტო კონცერტს მართავენ

მუსიკოსები იპოდრომის დასაცავად საპროტესტო კონცერტს მართავენ

25 იანვარს, თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება საპროტესტო კონცერტი, რომელიც 16:00-დან 23:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიებას აწყობს საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, სამოქალაქო მოძრაობა “იპოდრომი – უბეტონო მხარე” და ათეულობით მუსიკოსი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

კონცერტის მიზანია იპოდრომის, როგორც საჯარო სივრცის დაცვა და სოლიდარობის გამოხატვა უკანონოდ დაკავებული აქტივისტების მიმართ. ორგანიზატორების განცხადებით, იპოდრომი, რომელიც მე-12 საუკუნიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, დღესაც რჩება მოქალაქეების თავშეყრის, დასვენებისა და სპორტული აქტივობების მნიშვნელოვან სივრცედ.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დეკემბრის ბოლოს წარდგენილი იქნა ახალი განაცხადები იპოდრომის ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობების შესახებ, რაც, მათი შეფასებით, ეწინააღმდეგება ორჰუსის კონვენციის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის თბილისის ცენტრში არსებულ უკანასკნელ მწვანე მასივს.

ღონისძიების მედია-პარტნიორია Maisi.News