დაახლოებით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ დღეს, 18 იანვარს 25 წლის არამ მურადიან გარდაცვლილი იპოვეს ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს
„დღეს ვნახეთ სოფლ ხაკის ტერიტორიაზე, გაყინული იყო, გარდაცვლილია სამწუხაროდ. ადგილზე მეც ვიყავი, პოლიცია და მაშველებიც, ჯამში 52 ადამიანი“,- გვითხრა არამის ნათესავმა.
გარდაცვლილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში ჯერ არ გადაუყვანიათ.
მომხდარზე, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ჩვენთვის უცნობია, რედაქცია პასუხს შსს-გან მეორე კვირაა უშედეგოდ ელოდება.