პენსიები გაიზარდა, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის ბენზინიც

პენსიები გაიზარდა, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის ბენზინიც

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საწვავის ფასები გაიზარდა. სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები განსხვავებულია: 1 ლიტრი პრემიუმ ბენზინი 2.80-3.00 ლარი ღირს, რეგულარი 2.72-2.84 ლარი, ევროდიზელი — 2.72-3.00 ლარი. დიზელის საწვავის ფასებიც 2.72 ლარიდან 2.80 ლარამდე მერყეობს.

მოსახლეობა ამბობს, რომ პენსიების ზრდასთან ერთად ყველაფერი გაძვირდა.

“მართალია, პენსიები ცოტათი გაიზარდა, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის ბენზინიც. ახლა ის პერიოდია, როცა ხალხს ფული არ აქვს. შემოდგომაზე ეს კიდევ უფრო ძვირი იყო, რადგან ტექნიკა უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე ახლა, ხოლო ზაფხულის სეზონზე ტექნიკის  მოთხოვნილება მცირდება, საწვავის ფასებთან ერთად”, – ამბობს რესპოდენტი.

“პენსიები გაიზარდა ძალიან მცირედით, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა: საკვები, ფქვილი. საწვავიც გაძვირდა შარშანდელთან შედარებით, 2 ლარიდან 3 ლარამდე, სახელმწიფო არ გვყავს.-”არნიშნავს სხვა რესპოდენტი.

მოისმენთ უფრო დეტალურად მოუსმინეთ მოსახლეობის აზრს.

იხილეთ ასევე ვიდეო.

დამატებითი ინფორმაციისთვის აღვნიშნავთ, რომ საინფორმაციო სააგენტო “პლატსის” ინფორმაციით, საქართველოში ბენზინის ფასები თვის განმავლობაში 5% – ით, ხოლო დიზელის საწვავის ფასები 2% – ით გაიზარდა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში პლატსის მიხედვით ბენზინის საშუალო ფასი 727.08 აშშ დოლარი იყო (სექტემბერში: 695.05 აშშ დოლარი), ხოლო დიზელის საწვავი — 674.64 აშშ დოლარი (სექტემბერში: 663.71 აშშ დოლარი). .

ამრიგად, ბენზინის ფასი გაიზარდა 32,03 დოლარით, დიზელის საწვავი — 10,93 დოლარით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე, Platts-ის თანახმად, საწვავის ფასები ბოლო 4 თვის განმავლობაში (სექტემბრის ჩათვლით) შემცირდა.