სოფელ ყაურმაში ღამის განათების პრობლემა მოგვარდება

სოფელ ყაურმაში ღამის განათების პრობლემა მოგვარდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ, ყაურმის მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაუკავშირდა რადიო Nor-ს სოფლის რამოდენიმე  ქუჩებზე  ღამის განათების უქონლობის გამო.

ამ საკითხთან  დაკავშირებით  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრანიკ ბდოიანს მივმართეთ.

ბდოიანმა აღნიშნა, რომ მან არ იცოდა ამ  პრობლემის შესახებ და მუშებს გააგზავნის ამ პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში  ზოგიერთ  ქუჩებზე განთეაბა არ მუშაობს. უკვე ორი თვეა სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე და სკოლის ტერიტორიაზე განათება არ არის.

2024 წლის 27 დეკემბერს, იმის გასარკვევად, თუ რა ზომები იქნება მიღებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადიო Nor-ის  ჟურნალისტს  სატელეფონო საუბარი ჰქონდა სოფელ ყაურმის წარმომადგენელთან, ეგორ კოტოიანთან. ჩვენს კითხვაზე: იციან თუ არა, რომ სოფელში ღამის განათების პრობლემაა და რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

-“ღამის განათების არქონის მიზეზი ის არის, რომ ნათურები გადაიწვა.”განაცხადა,ეგორ კოტოიანმა.

ჩვენს კითხვაზე, თუ როდის მოგვარდება პრობლემა, კოტოიანმა გვიპასუხა, რომ კონკრეტულ თარიღს ვერ გვეტყოდა: -“დაგვიკავშირდით ამ დღეებში და ზუსტ პასუხს გაგცემთ,თქვენს კითხვაზე.”