როგორც ახალგაზრდული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორი , ირინა კარსლიანი რადიო Nor-თან საუბრისას ამბობს, პროგრამა, რომელმაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა UNAG “ერთობა მრავალფეროვნებაშია” 3 თვით შეჩერედა. ასევე შეჩერდა ლინგვისტური პროგრამა Access Program (PH international) ინგლისური ენის პროგრამაა, რომლის მიზანია ინგლისური ენის მაღალ დონეზე შესწავლა.
-”ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი ღიაა და არ დახურულა,ცენტრში ამჟამად მხოლოდ GIPA-ს პროგრამა ფუნქციონირებს.დაამატა ირინა კარსლიანმა.
ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2004 წლიდან ნინოწმინდის ახალგაზრდებს გნავითარების შესაძლებლობას აძლევს.
შეგახსენებთ,რომ ახალგაზრდული ცენტრის პროგრამები და პროექტები ეხმარება ადგილობრივ ახალგაზრდებს და ქალებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, ინტეგრირდნენ საზოგადოებაში და განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები. აქ ახალგაზრდები ესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგს, სწავლობენ ინგლისურს, გადიან ბიზნესის კურსებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სწავლობენ პროექტების წერას, მონაწილეობენ საგრანტო კონკურსებში და იღებენ შესაძლებლობას გახსნან საკუთარი მცირე ბიზნესი, განავითარონ იგი და არ დატოვონ მშობლიური ქალაქი და ადგილობრივი საზოგადოებისთვის სასარგებელი მოუტანონ. ახალგაზრდულ ცენტრს საკმაოდ ბევრი აქტივობა აქვს ჩატატებული.