დღეს, ნინოწმინდის შესასვლელთან ველოსიპედისტი სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავებული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
შემთხვევა პირველმა ტაქსის მძღოლმა შენიშნა, რომელმაც დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. წყაროს ინფორმაციით, ველოსიპედისტს სახის მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.