სკოლის აკადემური მოსწრება გათვალისწინებული იქნება უნივერსტიტეტში ჩარიცხვის დროს- აღნიშნულის შესახებ მთავრობის 4 წლიან პროგრამაში ვკითხულობთ. ინფორმაციას www.etaloni.ge ავრცელებს
,,პირველად,საგანმანათლებო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის,რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს.ამასთან განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები;-აღნიშნულია მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამაში.