დავანებოთ თუ არა თავი მოწევას? სიგარეტის ფასები გაიზარდა

დავანებოთ თუ არა თავი მოწევას? სიგარეტის ფასები გაიზარდა

სიგარეტის ფასების ზრდამ თამბაქოს მომხმარებლები ფაქტის წინაშე დააყენა. მოსახლეობა ჩივის, რომ მუშაობის ნაკლებობასთან ერთად, ყველაფერი უფრო ძვირდება. ამის დასტურია რადიო Nor-ის ჟურნალისტებთან მოსახლეობის ინტერვიუ.

დღეს, 29 იანვარს, ნინოწმინდის მოსახლეობას შორის გამოკითხვა ჩავატარეთ. თამბაქოს ფასი მკვეთრად გაიზარდა,დანებება რომ შეგვეძლოს აქამდე დავანებებდით მოწევას თავს. 5 ლარზე ნაკლები არცერთი სიგარეტი არ ღირს,ამასთან ერთად არც სამუშაოა”, – აღნიშნა ერთ-ერთმა რეზიდენტმა.

მაცხოვრებლების უმრავლესობა ურჩევს ახალგაზრდებს საერთოდ არ მოწიონ, რადგან ეს საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის.

“მე ბევრს ვეწეოდი,მაგრამ ახლა თანდათან შევამცირე. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ მოწევა 30 წლის ასაკში დავიწყე.””ახალგაზრდებს ვურჩევ, საერთოდ არ მოწიონ. საკვები აღარ არის ხარისხიანი, მინერალური წყლები და სხვა პროდუქტებიც უხარისხოა. ამასთან ერთად, მოწევა ძალიან საზიანოა, ზიანის გარდა კარგი სარგებელი არაფერი მოაქვს.”

როგორც მოსახლეობისგან შევიტყვეთ, სიგარეტის ფასები 5 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს.

უფრო დეტალურად  ჩვენს აუდიომასალაში.

Radio NOR · Ծխախոտը Թանկացել Է