I-XI კლასის,კლასების,სემესტრის ასევე I-XI კლასში სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში,თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის წარმომადგენელი,რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში,აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად,ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადებს რესურსცენტრში შემდეგი წესების დაცვით.
- იმ შემთხვევაში თუ პირი,რომელსაც სურს ექსტერნის ფორმით ზოგადი განათლების მიღება,სწავლობს სკოლაში-განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში,რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა.
- თუ პირი არ სწავლობს სკოლაში-განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში,პირის სურვილის შესაბამისად.
ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ etaloni.ge