ნინოწმინდაში ბოსტნეულის მიმდინარე ფასები

ნინოწმინდაში ბოსტნეულის მიმდინარე ფასები

4 თებერვალს რადიო Nor-ი ნინოწმინდაში სხვადასხვა მაღაზიაში ბოსტნეულის ფასით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა,  მაღაზიებში ფასები განსხვავებულია.

1 კგ კიტრი 5-5.80 ლარი.

1 კგ პომიდორი 4.50-5.90 ლარი.

1 კგ მწვანილი 10-12 ლარი.

1 კგ პომიდორი ჩერი 7 ლარი.

,, ვაჭრობა არ არის, ამიტომ 2-3 თვეა, ბოსტნეული არ გაგვიყიდია,“ – განაცხადა ნინოწმინდაში ერთ-ერთმა ვაჭარმა და დაამატა, რომ ბოსტნეულის ფასების ზრდა და დაცემა დიდწილად მწარმოებლებზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა 2025 წლის იანვართან და წინა წლის იანვართან შედარებით ყველაზე ძვირადღირებული პროდუქციის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

ამ მონაცემების თანახმად, წლის განმავლობაში მწვანილის ფასები 88% — ით გაიზარდა, ხოლო პომიდვრის-20% – ით. ბადრიჯანი 74% – ით, კომბოსტო 62% – ით, ნიორი 35% – ით, მწვანე ლობიო 24% – ით.