ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.