სოფელ გორელოვკის №1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა

სოფელ გორელოვკის №1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა

21 მაისი სოფელ გორელოვკაში №1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.სკოლის ეზოში შეკრებილი იყვნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. სცენა გალამაზებული იყო ბუშტებით და ყვავილებით.

სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა და დამრიგებლებმა. მათ მადლობა გადაუხადეს მე-12 კლასელებს გატარებული წლების, შრომისა და წარმატებებისათვის, ხოლო მშობლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. კურსდამთავრებულები კი თავადაც არ მოერიდნენ ცრემლებსა და ემოციურ გამოსვლებს – მათ გაიხსენეს სკოლის თავგადასავლები, პირველ მასწავლებლებთან შეხვედრები და მეგობრული ისტორია, რომელიც კლასელებთან აკავშირებთ.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო ზარის დარეკვა – კურსდამთავრებულებმა და მომავალმა პირველკლასელებმა ერთად ჩამოჰკრეს ბოლო ზარი, რითაც სიმბოლურად დაასრულეს სკოლის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი.

Მიმდინარე წელს სკოლა ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა.მათ წინ ელით გამოცდები, პროფესიის არჩევა და გზა ზრდასრულ ცხოვრებაში.