მკვლელი ვირუსებით თუ ინფექციებით გამოწვეული დაავადებები დაუძლეველ შიშს იწვევს ადამიანებში, განსაკუთრებით თუ საქმე ბავშვებს ეხებათ. მაგრამ მედიცინის განვითარების ეპოქაში ისეთი ანტიბიოტიკების შექმნა, როგორიც არის როცეფინი, ამ შიშებს, ფაქტობრივად, საფუძველს აცლის.
თუ მოზარდი მოულოდნელად ისეთი მძიმე ინფექციებით დაავადდა, როგორიცაა სეფსისი, მენინგიტი, ლაიმას დისემინირებული ბორელიოზი, მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები და ა.შ, ამ შემთხვევაში ექიმები ხშირად ძლიერ, სწრაფ და ეფექტიან ანტიბიოტიკს, როცეფინს მიმართავენ. მისი შემადგენელი ნივთიერება ცეფტრიაქსონი ორგანიზმში არსებულ პათოგენებზე მომაკვდინებლად მოქმედებს და ამით ადამიანს ჯანმრთელობას და ხშირად სიცოცხლეს უნარჩუნებს.
დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც როცეფინი გამოიყენება
იმისთვის, რომ როცეფინის შესაძლებლობებზე სრული წარმოდგენა შეგექმნათ, პირველ რიგში იმ დაავადებებს გაგაცნობთ, რომელთა დასამარცხებლადაც ეს ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკი გამოიყენება.
- სეფსისი, რომელსაც უმთავრესად პირობით-პათოგენური მიკრობები (სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები) იწვევენ;
- მენინგიტი – ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული სითხისა და გარსების ინფექცია;
- ლაიმას დისემინირებული ბორელიოზი — ბაქტერია ბორელიათი გამოწვეული ინფექციური პათოლოგია;
- პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ინფექციები;
- ძვლების, სახსრების, შემაერთებელი ქსოვილის, კანის, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები.
ანტიბიოტიკი ინიშნება დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებშიც, რომელთაც თირკმელებისა და საშარდე გზების, ქვედა სასუნთქი გზების, ოტორინოლარინგოლოგიური სხვა სახის ინფექციები უვითარდებათ.
ყველა ზემოთ დასახელებული უმძიმესი დაავადება თანაბრად შეიძლება განვითარდეს როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში. ამიტომ ნებისმიერი ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადების დროს იყავით განსაკუთრებით ფრთხილად. პირველივე სიმპტომებისთანავე მოზარდი მიიყვანეთ ექიმთან და ზედმიწევნით დაიცავით ყველა რეკომენდაცია.
რა დოზით უნდა მიიღოს მოზარდმა როცეფინი?
პირველ რიგში კარგად დაიმახსოვრეთ, რომელი სახის როცეფინს დაუნიშნავს ექიმი პატარა პაციენტს, რადგან ეს ანტიბიოტიკი ორი სახის არსებობს — კუნთში გასაკეთებელი და ინტრავენური ინიექციისათვის. ასევე დააკვირდით დოზებს – აქაც მრავალფეროვნებაა.
თუ მოზარდის სამკურნალოდ ROCEPHIN როცეფინი 1გრ. ფლაკონი გამოგიწერეს, მის შეძენას პსპ-ს აფთიაქებში რეცეპტით შეძლებთ.
ეს მედიკამენტი კუნთში შესაყვანადაა განკუთვნილი და იგი 1%-იან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში უნდა გაზავდეს. გახსოვდეთ, ლიდოკაინის გამოყენების გარეშე ინიექცია მტკივნეულია.
12 წლის ასაკის ზემოთ და 50 კგ და მეტი წონის მქონე ბავშვებისთვის, ისე როგორც მოზრდილებისთვის, როცეფინის დოზაა 1-2 გ-ს 24 საათში ერთხელ. თუმცა დაავადების უფრო მძიმე ფორმის დროს, შესაძლებელია ექიმმა ერთჯერადი სადღეღამისო დოზა 4 გ-მდე გაზარდოს.
2 თვის ასაკიდან 12 წლამდე ბავშვებში ინიშნება 20-80 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში. ხოლო 2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის დოზაა — 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში.
გაითვალისწინეთ, ახალშობილებში მედიკამენტის დანიშვნა 50 მგ/კგ/წონაზე უფრო მეტი დოზით დაუშვებელია.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება დამოკიდებულია დაავადების კონკრეტულ სახეობასა და სიმძიმის ხარისხზე. თუმცა ძირითადად, თერაპია გრძელდება 4-14 დღე.
გართულების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია თერაპიის დროის გახანგრძლივება.
რისი ცოდნაა სავალდებულო ვიდრე არასრულწლოვანის როცეფინით თერაპიას დაიწყებთ
როცეფინი, როგორ ყველა ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკი, ფრთხილად მოსახმარ მედიკამენტების კატეგორიაში შედის. ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ პრეპარატისთვის დამახასიათებელი უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები და თერაპიის პროცესში ყურადღებით დააკვირდით ბავშვს. თუ რამე სახის რეაქციას ან შეუსაბამო პროცესს შენიშნავთ, მაშინვე შეატყობინეთ ექიმს, რომ დროულად შეძლოს ვითარების დასტაბილურება.
მშობელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს თუ მოზარდი ალერგიულია და მას მომატებული მგრძნობელობა ახასიათებს ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ. ეს უკუჩვენება შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია მკურნალობის დაწყებამდე ალერგიის მაჩვენებლის ტესტი გაკეთება.
მნიშვნელოვანია პრეპარატის გვერდითი ეფექტების ცოდნა
აქვე გეტყვით, რომ როცეფინით გამოწვეული გვერდით მოვლენები, უმეტესად მკურნალობის დასრულებისთანავე ქრება. ამიტომ თუ განსაკუთრებული გართულება არ შენიშნეთ, ნუ შეგეშინდებათ. მაგრამ იყავით ყურადღებით და თერაპიის ყველა ეტაპზე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გვერდით ეფექტები კი შეიძლება გამოვლინდეს: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ცვლილებები სისხლში, ეოზინოფილია (ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობა), ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. ასევე გამონაყარი კანზე, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება.
გართულების შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მულტიფორმული ერითემა, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
მედიკამენტი იშვიათად იწვევს ტემპერატურის მომატებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდას, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას, გენიტალიუმის არეში მიკოზებს, ანაფილაქსიურ რეაქციებს და ა.შ.
იშვიათად, მაგრამ მაინც, ძირითადად 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, როცეფინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნა, ამიტომ იყავით ყურადღებით.
ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში კი, არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.
შეიძლება, ჩამოთვლილმა გვერდითმა მოვლენებმა დაგაფიქრათ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ.
გახსოვდეთ, როცეფინი ეფექტიანი ანტიბიოტიკია მძიმე ვირუსების და ინფექციების დროს თქვენი ბავშვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად.