საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი 64.3%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 3 439 ტონა (7.598 მლნ დოლარის) რძის ფხვნილი იყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობამ 5 650 ტონა (12.444 მლნ დოლარი) შეადგინა.წერს bpn.ge
ირანიდან რძის ფხვნილის იმპორტი 14 000%-ით გაიზარდა
საგულისხმოა, რომ წელს ქვეყანაში იმპორტირებული რძის ფხვნილის 57% ირანზე მოდის, მაშინ, როდესაც 2024 წლის 5 თვეში ირანის წილი სულ რაღაც 0.6% იყო. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს საქართველომ ირანში 3 252 ტონა (5.855 მლნ დოლარის) რძის ფხვნილი იყიდა, გასულ წელს კი მხოლოდ 23 ტონა (61.6 ათასი დოლარის). შესაბამისად, გამოდის, რომ წელს საქართველოში ირანიდან რძის ფხვნილის იმპორტ0 14 000%-ით არის მომატებული.
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში რძის ფხვნილი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
- ირანი – 3 252 ტონა (5.855 მლნ დოლარი)
- ბელარუსი – 1 722 ტონა (4.661 მლნ დოლარი)
- საფრანგეთი – 247.5 ტონა (702 ათასი დოლარი)
- ნიდერლანდები – 244 ტონა (696.8 ათასი დოლარი)
- გაერთიანებული სამეფო – 100 ტონა (288.1 ათასი დოლარი)
რაც შეეხება შარშანდელ მაჩვენებელს, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რძის ფხვნილი ბელარუსში, რუსეთსა და ნიდერლანდებში შეიძინა. მთავარი იმპორტიორი კი ბელარუსი იყო 2 643.7 ტონით (5.743 მლნ დოლარი).