სახელმწიფო საწარმოების ხაზინის მომსახურებაზე ეტაპობრივი გადასვლა გადავადდა – ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო საწარმოების ხაზინის მომსახურებაზე ეტაპობრივი გადასვლა გადავადდა – ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო საწარმოების ხაზინის მომსახურებაზე ეტაპობრივი გადასვლა ერთი წლით გადავადდა. თუ აქამდე ცნობილი იყო, რომ ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის პროცედურა 2026 წლის 1-ლი იანვრისთვის უნდა დასრულებულიყო, ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანებით ეს ვადა 2027 წლის 1-ლი იანვრით განისაზღვრა.

უფრო კონკრეტულად, როგორც „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პირველი ეტაპი დაიწყო არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა და 2025 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 5 სახელმწიფო საწარმო;

„სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მეორე ეტაპი დაიწყოს 2025 წლის 1 იანვრიდან და 2026 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 90 სახელმწიფო საწარმო.წერს bpn.ge