17 ივლისს ადიგენის სოფელ ფხეროში, 33 წლის კაცი მოკლეს. ადგილობრივების განმარტებით, დაპირისპირება სოფლის ცენტრში მოხდა. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო დაზიანებები სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს. წერს sknews.ge
ადგილობრივების თქმით, დაჭრილი თანასოფლელის მანქანით „იმედში“ გადაიყვანეს, თუცა, როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა, მზია კაკოშვილმა განმარტა, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განმარტებით, გარდაცვლის ამ ეტაპზე ექსპერტიზა უტარდება.
რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება და დაკავებულია თუ არა ბრალდებული, ამ ეტაპზე უცნობია, რედაქცია პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ელოდება.