“მთი­დან წა­მო­ვი­და დიდი მდი­ნა­რე, ერთ სახ­ლში შე­ვარ­და ღვარ­ცო­ფი, ლოდები ყრია ეზოებსა და ცენტრალურ გზაზე” – ვითარება გომაროში

“მთი­დან წა­მო­ვი­და დიდი მდი­ნა­რე, ერთ სახ­ლში შე­ვარ­და ღვარ­ცო­ფი, ლოდები ყრია ეზოებსა და ცენტრალურ გზაზე” – ვითარება გომაროში

21 ივ­ლისს ადი­გე­ნის სო­ფელ გო­მა­რო­ში, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად წა­მო­სუ­ლი ღვარ­ცო­ფი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ეზო­ებ­სა და სახ­ლებ­ში შე­ვარ­და.წერს bpn.ge

სტი­ქი­ის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავრცელ­და.

“ლო­დე­ბი ყრია ეზო­ებ­სა და ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე. ღვარ­ცოფ­ში მოჰ­ყვა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი”, – წერს “სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე”.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად, ერთი სახ­ლი და­იტ­ბო­რა, ად­გილ­ზე მუ­შა­ობს სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი. მე­რის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სტი­ქი­ის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სახ­ლე­ბი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

“ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, მთი­დან წა­მო­ვი­და დიდი მდი­ნა­რე და ხევ­ში ქვა–ღორ­ღი ჩა­მო­ი­ტა­ნა. მე­რი­ამ გა­მო­უშ­ვა ტექ­ნი­კა და ვა­სუფ­თა­ვებთ გზას. ერთ სახ­ლში შე­ვარ­და ღვარ­ცო­ფი. სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, წყა­ლი ამო­ტუმ­ბეს უკვე. გზაც გა­იხ­სნა. არა­ვინ არ დაშ­ვე­ბუ­ლა. რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ღა­მეს მე­ზო­ბელ­თან გა­ა­თევს, რად­გან არ ვი­ცით, შე­იძ­ლე­ბა სტი­ქია გან­მე­ორ­დეს, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მო­ვი­ქე­ცით ასე“, – ამ­ბობს „სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან“ სო­ფელ გო­მა­რო­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ამი­რან მი­ქე­ლა­ძე.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ძლი­ე­რი ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ოჯახ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა იყო ჩა­კე­ტი­ლი.

“ქვა–ღორ­ღი ჩა­მო­ი­ტა­ნა, სოფ­ლის ბო­ლო­ში, და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლია, დაშ­ვე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა. გზა იყო ჩა­კე­ტი­ლი სა­დაც ხუთი–ექ­ვსი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ად­გილ­ზეა ტექ­ნი­კა მე­რი­ი­დან და მუ­შა­ო­ბენ“, – ამ­ბო­ბენ გა­მო­ცე­მას­თან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.