2025 წლის მასწავლებლის გამოცდების შედეგები 15 აგვისტოს შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ „რადიო NOR-ს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე განუცხადეს.
ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდების შედეგების გამოქვეყნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა დაზუსტებით ითქვა, რომ შედეგები 15 აგვისტოს შემდეგ გამოქვეყნდება და არა მანამდე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოქვეყნებას ტრადიციულად თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ახორციელებს. პარალელურად, ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გაეცნოს საკუთარ ქულებს პერსონალურ გვერდზე.მასწავლებლის გამოცდები ივლისის თვეში ჩატარდა.