ანუკი ვანაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკიდან ერთ-ერთია იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებმაც წელს გადაწყვიტეს საკუთარი ძალების გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.მისი ისტორია ერთდროულად უნიკალურიც არის და საინტერესოც ის ეხება კითხვას, რომელიც თითქმის ყველა აბიტურიენტსა და მათ მშობლებს აწუხებთ: საკმარისია თუ არა სკოლის მიერ მიღებული ცოდნა სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად?