უკვე ტრადიციად იქცა სამცხე-ჯავახეთის სომხებით დასახლებულ სოფლების მოსწავლეებისთვის, სტიპენდიების პროგრამების გარდა, სასკოლო ნივთებით სავსე სასკოლო ჩანთების გაჩუქება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სომხური საგანმანათლებლო ფონდისგან(AEF). ეს წელი გამონაკლისი არ იყო და 21-22 აგვისტოს 325 მოსწავლემ მიიღო სასკოლო ჩანთები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ალასტან, გოკიო, ბურნაშეტი, ღადო, გომანი. ღონისძიება ჩატარდა ფონდის სტიპენდიანტების მოსახლეობრივი მონაწილეობით.
AEF სტიპენდიების პროგრამის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ტერეზა აზარიანი, კითხვაზე-არის თუ არა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებიშიც გათვალისწინებული ეს ღონისძიება, პასუხობს:
„შარშან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვქონდა, წელს-ახალქალაქის. შემდეგ წელს ისევ ნინოწმინდა იქნება. ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ ამ მშვენიერ ტრადიციას და ამ შესაძლებლობის გამოყენებით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა სპონსორსა და მხარდამჭერს“- ამბობს ტერეზა.
ელენა ვარტანიანი სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, და იღებს დაფინანსებას AEF-ისგან. სტუდენტმა ისაუბრა ფონდის დახმარების მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რამდენად ეხმარება იგი ახალგაზრდებს.
აღვნიშნოთ, რომ სომხური საგანმანათლებლო ფონდი (AEF) 1950 წელს ლოს-ანჯელესში დაარსდა სომეხი სტუდენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდასაჭერად. AEF-ი წლების განმავლობაში უჭერს მხარს სომხეთის და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ სტუდენტებსა და მოსწავლეებს.