ნინოწმინდაში დასრულდა 2 ეტაპიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებული იყო აშშ-ს საელჩს მხრიდან. პროექტის პირველი ეტაპი იყო ბანაკი ახალგაზრდებუსთვის, მეორე კი-ტრენინგები ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის.
“ვორქშოპი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, დამეხმარა ახალი იდეების, აზრებისა და ღირებულებების აღმოჩენაში. გამოცდილი და პროფესიონალი ორგანიზატორების ხელშეწყობით შევისწავლეთ თანამედროვე მეთოდები ენის სწავლებაში — CEFR, კოგნიტიური მიდგომები, პროექტების მართვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში და სხვა საინტერესო თემები, რომლებიც პროფესიული განვითარების თვალსაზრისით შეუფასებლად ფასდაუდებელი იყო. ღირებული ცოდნის მიღების გარდა, ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო და უმნიშვნელოვანესი იყო ახალი ადამიანების გაცნობა, გამოცდილებისა და იდეების გაზიარება, რაც ჩემთვის ნამდვილ შთაგონების წყაროდ იქცა. ყოველი ასეთი შესაძლებლობა მახსენებს, რომ სწავლება არასოდეს სრულდება, და რომ წარმატებული მასწავლებელი მუდამ სწავლობს, ქმნის და ახალისებს სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიული გზა ჯერ კიდევ ახალია, უკვე ღრმად მიყვარს იგი და ვაფასებ ყოველ გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც მომავალშიც გამაგრძელებს შთაგონებას”- ამბობს მასწავლებლებისთვის ტრენინგის მონაწილე
დეტალები-ვიდეოჩანაწერში
აღვნიშნოთ, რომ ბანაკში მიიღეს მონაწილეობა 40 ახალგაზრდა და ტრენინზე- 15 მასწავლებელი. პროექტის ორგანიზატორები არიან მარიამ ქერფაი და ლეილა ესოიან. ბანაკი განხორციელდა ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში, ირინა კარსლიანის, ლაურა ვარდანიანისა და გოჰარ ვარდანიანის დახმარებით.