14 სექტემბერს ნინოწმინდაში, კულტურის სახლის წინ, შედგა კონცერტი, რომელიც ორგანიზებული იყო “HAYK DANCE STUDIO”-ს მიერ. კონცერტი იყო ღია ცის ქვეშ და ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. ღონისძიებაზე იყო როგორც სომხური და ქართული ტრადიციული ცეკვები, ასევე საერთაშორისო თანამედროვე ცეკვების ნომრები.
აღვნიშნოთ რომ სტუდიას ჰყავს 2 ქორეოგრაფი- ზეფიურ ღარსლიან და აგავნი არზუმანიან.
„ჩვენ ვმუშაობთ უკვე 5 წელია და გვაქვს მოსწავლეების 5 ჯგუფი. მთლიანად გვყავს 90 მოსწავლე. ჩვენ ვასწავლით სომხურ, ქართულ, უკრაინულ, რუსულ და სხვა ცეკვებს. ტრადიციული ცეკვების გარდა, ვასწავლით ასევე თანამედროვე ცეკვებს. მადლობას ვუხდი ყველას, მშოვლებსა და სტუმრებს, ვინც ესწრება დღეს ჩვენს ღონისძიებაზე“-ამბობს ზეფიურ ღარსლიან