11 სექტემბერს, რადიო NOR-მა ნინოწმინდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სეირან კიურეღიანს, ოფიციალური წერილი გაუგზავნა იმის გასარკვევად, უსაფრთხო იქნება თუ არა არჩევნების დღეს საგანგებო სკოლის შენობის გამოყენება ამომრჩევლებისთვის, კომისიის წევრებისთვის და ყველა სხვა მონაწილისთვის. საპასუხო წერილში ნინოწმინდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სეირან კიურეღიანმა, გვიპასუხა:
„თქვენი, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის წერილის (ოლქში რეგ. No41 – 44) პასუხად გაცნობებთ, რომ N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ მოხდა სოფელი ჟდანოვაკანის სკოლის შენობის დათვალიერება. აღნიშნული შენობა აკმაყოფილებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო მოთხოვნებს“.
შეგახსენებთ, რომ შენობა საგანგებო მდგომარეობად გამოცხადდა 2024 წლის 24 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებიდან 8 დღის შემდეგ და სკოლის მოსწავლეებისთვის დაიხურა. ამის შემდეგ მოსწავლეები სამების საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა 2025 წლის 15 იანვარს ჟდანოვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა სოფელში გაეგრძელებინათ სწავლა. სწავლება დღემდე ნაქირავებ სახლებში მიმდინარეობს.