რამდენად ხელმისაწვდომია სწავლა თბილისში ნინოწმინდელი სტუდენტების მაგალითზე?

რამდენად ხელმისაწვდომია სწავლა თბილისში ნინოწმინდელი სტუდენტების მაგალითზე?

არის თუ არა თბილისში უმაღლეს დაწესებულებაში ჩაბარება და სწავლა ადვილი და ხელმისაწვდომი? და რამდენად ადვილდება სწავლა განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის ვისაც აქვს გრანტი?

ბოლო წლების განმავლობაში სწავლა თბილისში მიმდინარეობს გარკვეული სირთულეებით, დაწყებული კვების დამთავრებული ბინების ფასებით, განსაკუთრებით ბოლო წლების მიგრაციის ფონზე უცხოელების მიერ საცხოვრებელის დიდ მოთხოვნაზე. მაგრამ, ზოგი სტუდენტი სწავლობს 100%-იან გრანტით, რაც დიდ მხარადჭერას წარმოადგენს.

რადიო ნორს ჰქონდა საუბარი სტუდენტებთან პატარა არაგიალიდან და ეშტიიდან, რომლებმაც ჩააბარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იან გრანტით.

სასუნ წარუკიანი არის 17 წლის, დაიბადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალში. წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსამზადებელ კურსზე.

იმ კითხვაზე თუ რატომ სურდა თბილისში სწავლის გაგრძელება, მან გვითხრა, რომ მისი საყვარელი ქალაქია და ხედავს მომავალი იქ. მან დიდი მოტივაციით წარმოადგენს მისი სწავლა და აღნიშნავს, რომ დიდი სირთულე მისთვის გამოცდის დროს იყო.

“სირთულეებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი სირთულე გამოცდის დროს იყო, რადგან შეიძლება ძალიან სტრესში ჩავარდე და საკუთარი თავის კონტროლი ვერ შეძლო. სწავლის პარალელურად ასევე დავდიოდი დამატებით მათემატიკის გაკვეთილებზე 3 თვის განმავლობაში. უფასო განათლებას ის უპირატესობა აქვს, რომ ფულის დაზოგვაში დამეხმარება და საშუალებას მაძლევს, ის განათლებაზე ან უფრო მნიშვნელოვან საჭიროებებზე დავხარჯო. რაც შეეხება სამომავლო გამოწვევებს, ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ განსხვავებულ გარემოსთან ადაპტაცია იქნება და ენასთან დაკავშირებით გამიჭირდება, მაგრამ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია.

მინდა ვთქვა, რომ სტუდენტობა არც ისე ადვილია, რადგან ეს დიდ ფულს მოითხოვს, რაც ბევრისთვის შეიძლება დაბრკოლება იყოს. მომავალი წლის სტუდენტებს კი ვურჩევდი, რომ დიდი ხნის განმავლობაში დაესწრონ გაკვეთილებს და მხოლოდ სწავლაზე გაამახვილონ ყურადღება”-ამბობს სასუნ. მიუხედავად ფასების ზრდისა, სასუნ კმაყოფილია ფასებით და ამბობს, რომ თბილისში ყველაფერი ძალიან კომფორტულია სტუდენტობისთვის.

ანზორ მალხასიანი უკვე 6 წელია რაც სწავლობს თბილისში. თავდაპირველად ბაკალავრზე, ამჟამად კი-მაგისტრატურაზე, სოციალური მუშაობის პროგრამაზე. წინა სემესტრში კი სწავლობდა ჩეხეთში, რაც მისთვის სწავლა და ცხოვრება იგივე სირთულის იყო რაც თბილისში, მაგრამ, ერასმუსის პროგრამა ყველა ხარჯს ფარავდა და, მისი თქმით, უფრო ხარისხიანი იყო სწავლა.

“სწავლის საფასური ამ წლების განმავლობაში AEF-ი მაფინანსებს და მას დიდი წვლილი აქვს ჩემს სწავლაში და განვითარებაში, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ.

თუ შევადარებთ ფასებს თბილისში 2019-2025 წლების განმავლობაში, შევამჩნევთ უდიდეს განსხვავებას. მაგალითად, ბინების დაქირავების ფასები 2019 წელს საშუალოდ 400-500 ლარი იყო. ამჟამად კი ეს ფასი გაზრდილია 1000 ლარამდე, რაც იწვევს სირთულეებს. გაზრდილია ასევე კვების ფასები”- ამბობს ანზორ.