16 სექტემბერს ახალციხეში ჩატარდა მედია ტური სამცხე-ჯავახეთის მედიებისათვის, სადაც რადიო NOR-მაც მიიღო მონაწილეობა. მედია ტურის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია- CENN. ამ ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მედიებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტების გაცნობა, მათ შედეგებსა და მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის პროექტის ფარგლებში.
მედია ტურის პირველი გაჩერება იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებება, რომლის მიზანია პერსონალის გადამზადება აუტიზმის ადრეულ ამოცნობასა და ეფექტიანი ზრუნვის განხორციელების მიმართულებით.
მეორე მნიშვნელოვანი ტური იყო უკვე ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიის (ABA) სერვისის გაუმჯობესების ცენტრი სამცხე- ჯავახეთის რეგიონში, რომლის მიზანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების საზოგადოებაში ადაპტაციის ხელშეწყობა.
ტური დასრულდა ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრში ვიზიტით. ცენტრის მიზანია 60+ ადამიანებისათვის საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების მიწოდება.
მედია ტურის ბოლო ეტაპი არის მედიებისთვის კონკურსში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც მოამზადებენ ვიდეო, აუდიო ან ბეჭდური ფორმატის მასალებს აღნიშნული პროექტების შესახებ. მასალების გამოქვეყნების შემდეგ გამოვლინდება 5 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
აღვნიშნოთ, რომ CENN-ი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იღებს მონაწილეობას რეგიონის განვითარების პროცესში, დაწყბული სოციალური, დამთავრებული ეკოლოგიური და ახალგაზრდული დარგების პროექტებში.
(ფოტო CENN-ის ოფიციალურ გვერდიდან)