ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია — მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია უმრავლესობის საზოგადოებაში, არამედ უმრავლესობისთვისაც, რომ ისინი ჩაერთონ და ინტეგრირდნენ უმცირესობათა თემებში. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია თეონა კოხოძე.
თეონა კოხოძე დაიბადა ადიგენის რაიონში. 22 წლის იყო, როცა დაიწყო პედაგოგიური გზა. 2010 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი დაწყებითი განათლების ფაკულტეტი ახალციხეში და იმ წელსვე დაიწყო მუშაობა ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში და დღემდე მუშაობს. 2012 წელს სოფელ ორლოვკაში ქართული სექტორის გახსნის შემდეგ დაიწყო იქაც მუშაობა და დღემდე მუშაობს დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
„2010 წელს ჩამოვედი ნინოწმინდაში,საერთოდ არ ვიცოდი სომხური ენა და ეს გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენდა კომუნიკაციის მხრივ. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ერთადერთი კარგი საშუალება იყო ქართულად ღიმილით „გამარჯობა“მეთქვა ყველასთვის და მახსოვს მათი ასევე ღიმილით დაბრუნებული მათი პასუხი „ბარევ ვრაცი ახჩიკ“-იხსენებს თეონა.
იმ კითხვაზე თუ როგორ მოხდა მისი ინტეგრირება სომხურენოვან საზოგადოებაში და რა სირთულეები ჰქონდა, თეონამ გვითხრა:
„მივხვდი რომ, როგორ კარგადაც მე მივიღებდი მათ, ისე კარგად მიმიღებდნენ ისინიც, ამიტომ დღემდე არანაირი კონფლიქტური სიტუაცია ამ მხრივ არ მქონია და ძალიან კარგ ურთიერთობებში ვარ აქ მცხოვრებ სომეხ ხალხთან, მყავს ბევრი სომეხი მეგობარი, დავდივარ მათთან დაბადების დღეებზე, ქორწილებში და ა.შ. სირთულეებს რაც შეეხება,ჩამოსვლის პირველ წელს, არ იყო სახლი რომ გვექირავებინა, ვცხოვრობდით თანამშრომელთან ორი კვირით, მერე როგორც იქნა სახლიც ვიპოვეთ სადაც 40 ლარს ვიხდიდით. ასევე პრობლემა იყო გზა ზამთარში ორლოვკაში რომ დავიწყე სიარული. არ მოდიოდა ტაქსტი და ფეხით მიწევდა სიარული გარკვეულ ადგილამდე. თავიდან ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ ნელანელა ყველაფერს შევეჩვიე და ძალიანაც შემიყვარდა აქ ყოფნა, ამინდიც, ქალაქიც და ხალხიც“- ამბობს თეონა.
მოსწავლეებს რაც შეეხება, თავიდან ჰყავდა ქართველი მოსწავლეები, ქართულ სკოლაში რომ მუშაობდა. ბოლო 10 წელია ჰყავს სულ სომეხი ბავშვები. თეონა ამბობს, რომ ახლა უკვე სომხური ენა იცის, მაგრამ ცდილობს გაკვეთილებზე არ ილაპარაკოს. ყველანაირად ცდილობს სურათებით ან ვიდეოებით აჩვენოს და ახსნას. მისი თქმით, დაწყებით კლასებში უფრო ადვილად სწავლობენ. ბავშვებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება მისთვის მოხდა ბავშვებდან მუშაობის პროცესში.
„როდესაც ბავშვი მოდის სკოლაში, ეს მისთვის ახალი ეტაპია,სიახლეა, ამიტომ მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიქმნას კომფორტი რათა მოტივაცია უფრო აუმაღლოს სწავლის მიმართ,ხანდახანაც კი უნდა გახდეს მის ასაკის რომ გაიგოს რა როგორ სურს მოსწავლე. სწორედ ამის გაკეთებას ყოველთვის ვცდილობ მე. მე ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა გეგმები პედაგოგიურ კარიერასთან დაკავშირებით დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი პროფესიით“- ამბობს თეონა
თეონა ჩამოვიდა 1 წლით მაგრამ უკვე მე-16 წელია რაც ცხოვრობს ნინოწმინდაში და ასწავლის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში. მას აქვს უფროსი მასწავლებელის სტატუსი. თეონა ასევე პარალელურად მუშაობს მოსწავლეებთან სახლშიც ოღონდ მხოლოდ სალაპარაკო ქართული ენის მომზადებაში.
“პირველ კლასში მხოლოდ 4 მოსწავლე მყავს, ოთხივე სომეხი მოსწავლეა, ჩემი სურვილია, რომ ბევრნი იყვნენ და ყველამ ისწავლოს ქართული ენა იმიტომ, რომ სახელმწიფო ენის სწავლა სავალდებულოა და მომავალში გამოადგებათ“- ამბობს თეონა