საქართველოში მცხოვრები 60+ ასაკის ადამიანების პრობლემები მრავალმხრივია და მოიცავს თითქმის ყველა სფეროს: ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხოება, მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. 60 წლის ასაკის ზემოთ, მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანების ცხოვრება, რაც გამოიხატება შემდეგში: ჯანმრთელობის პრობლემები, ბევრი თავისუფალი დრო, შეცვლილი ცხოვრების ტემპი, სოციალური იზოლაცია, თანადგომის ქსელის არარსებობა, დეპრესიის მარალი მაჩვენებელი, საჭიროებაზე მორგებული სერვისების ნაკლებობა, საზოგადოების მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულება, დისკრიმინაციის და ძალადოების შემთხვევები და ა.შ.
ქალაქ ახალციხეში „ტოლერანტის“ ბაზაზე მოქმედებს „60+ სოციალური ინტეგრაციის ცენტრი“, რომლის მიზანია ამ ასაკობრივი ჯგუფის საზოგადეობაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ეს არის სივრცე სოციალიზაციისთვისა და აქტირუი ცხოვრების ხელშეწყობისთვის. ადგილი, სადაც 60+ ასაკის ადამიანებს შეუძლიათ დრო გაატარონ საინტერესოდ და ნაყოფიერად.
აღვნიშნოთ, პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის პროექტის ფარგლებში (CENN)
უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღეთ ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელისგან ცირა მესხიშვილისგან