13 მაისს ქალაქის მერ, ანივარდ მოსოიანსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის შეხვედრა გაიმართა “თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეების ინტერესებისთვის” პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი.
შეხვედრაზე განიხილეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების შესაძლებლობები და გამოწვევები, ასევე ის საკითხი, თუ რატომ არ არიან ჩართულები ადგილობრივი ახალგაზრდები ბიუჯეტირების პროცესში.
„ჩვენ გვინდა და ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ახალგაზრდები უფრო გააქტიურდნენ და საკუთარი ინიციატივები წამოწიონ წინ“, – განაცხადა მერმა ანივარდ მოსოიანმა.
შემდეგ დღეს, ამავე პროექტის ფარგლებში, მედიაცენტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საბიუჯეტო საკითხებზე ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგის თემა იყო ადგილობრივი ბიუჯეტი, დაგეგმვა და პრიორიტეტები.
ფოტოები მოწოდებულია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის მიერ
სად მიდის ჩვენი ფული? 7 საუკეთესო საიტი ნინოწმინდის ბიუჯეტის მონიტორინგისთვის