2022 წლის 15 მარტიდან ნინოწმინდის საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს.
მანამდე საავადმყოფოში კოვიდ ცენტრი ფუნქციონირებდა, რის გამოც კლინიკის რამდენიმე განყოფილება, მათ შორის სამშობიარო, არ ფუნქციონირებდა. ამჟამად სამშობიაროს გარდა, ყველა განყოფილება აღდგა.
როგორც კლინიკის მენეჯერმა, წოვინარ მანველიანმა გვაცნობა, კოვიდ-ცენტრის დახურვა არ გულისხმობს იმას, რომ პაციენტებს აღარ მიიღებენ. “კლინიკა ამჟამად ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს. ანუ კოვიდ-ცენტრი ოფიციალურად დახურულია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კოვიდით დაავადებული პაციენტი გვეყოლება, ჩვენ მას კლინიკაში მივიღებთ, თუმცა გარკვეული პირობებით:
- თუ პაციენტს კოვიდი 2022 წლის პერიოდში ნინოწმინდის კლინიკაში დაუდასტურდა;
- თუ იგი სტაციონარის პაციენტია.
თუ პაციენტმა დარეკა 112-ში, რის შემდეგაც კოვიდის დადასტურების შედეგად, საავადმყოფოში მოხვდა, ექიმები მას ჩაუტარებენ გამოკვლევას. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, პაციენტი მკურნალობას განაგრძობს სახლში, თუმცა ექიმების მეთვალყურეობით. საშუალო სიმძიმის შემთხვევაში მკურნალობას განაგრძობს ჩვენს კლინიკაში, რთული სიმძიმის შემთხვევაში კი პაციანტს გადავიყვანთ თბილისში”, – ამბობს წოვინარ მანველიანი.
თუ კი ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდება სხვა ქალაქში, ამ პაციენტს ნინოწმინდის კლინიკაში აღარ მიირებენ. ის უნდა მივიდეს კოვიდ-ცენტრში.
იგივე სიტუაციაა ვაქცინებთან დაკავშირებით. კლინიკაში არის ვაქცინების გარკვეული მარაგი, თუმცა თუ აცრის მსურველების რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ისინი ვაქცინის დოზას ჩამოიტანენ თბილისიდან.
დეტალურად ამის შესახებ წოვინარ მანველიანმა ისაუბრა.