2019 წლის კორონავირუსის დაავადების (COVID-19) აფეთქებამ ადამიანებში შიში და გაურკვევლობა გამოიწვია. ინფექციონისტები ერთადერთ სამკურნალო საშუალებად ვაქცინას ასახელებდნენ, რომელიც კოვიდის ახალ ტალღებთან ერთად საქართველოში სულ მალე აუცილებელი გახდა.
თავდაპირველად ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირების აცრას.
ამჟამად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეუძლია:
• საქართველოს მოქალაქეს და მუდმივი ბინადრობის მქონე 12 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს;
• ორსულებს ნებისმიერ ვადაზე;
• საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვე;
• სახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს;
• საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს;
• საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების უცხოელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს;
• საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას მოქალაქეობის მიუხედავად. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს;
• პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს;
• უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი,მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა N164 განკარგულება.
არასრულწლოვნების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ ექიმ-ინფექციონისტ თინათინ აბზიანიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვების აცრაც იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც უფროსი ასაკის მოსახლეობის. როგორც ექიმი ამბობს, “კოვიდს არ ახასიათებს, რაიმე კონკრეტული მიმდინარეობა. იგი შეიძლება იყოს საშიში ნებისმიერ ასაკში და გართულებები გამოიწვიოს. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ბავშვები წარმოადგენენ ვირუსის გავრცელების ძირითად წყაროს.
უფრო დეტალურად ბავშვების აცრასთან დაკავშირებით თინათინ აბზიანიძე გიამბობთ ჩვენს აუდიო სიუჟეტში.