2019 წლის დეკემბრიდან კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიო შეძრა. როდესაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსი გავრცელდა, არავინ იფიქრებდა, რომ იგი მთელს მსოფლიოში გავრცელდებოდა. თუმცა ვირუსი დიდი სისწრაფით (3 თვეში) პანდემიად გადაიქცა. დღეის მდგომარეობით მსოფლიოში 16 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადება Covid-19-ით გარდაცვლილი, საქართველოს მასშტაბით კი 17 000 ადამიანი.
კორონავირუსის მესამე და ყველაზე ძლიერი ტალღის შემდეგ ხალხში პანიკამ დაისადგურა. კომენდანტის საათი, კარანტინი, პირბადე, დისტანცია, სხვა შეზღუდვები… ყოველივე ამან ქაოსი გამოიწვია საზოგადოებაში. ხალხს მაღაზიებიდან ათეული კილოგრამით პროდუქტი გაჰქონდა. მაღაზიებში დახლები ცარიელი იყო… მაღაზიებს მოუწიათ პროდუქტის შესყიდვებზეც დაეწესებინათ შეზღუდვები. მაგალითისთვის, 3 კგ-ზე მეტი შაქრის ყიდვა არ შეიძლებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც უფრო მეტი ინფიცირებული იყო, ვიდრე გამოჯანმრთელებული. 2021 წლამდე კოვიდ-ცენტრებში კოვიდით დაავადებული პაციენტებისთვის ადგილიც კი არ იყო, რის გამოც ადამიანები, რომლებსაც შედარებით მსუბუქი ფორმით ჰქონდათ დაავადება ხშირად სახლის პირობებში მკურნალობდნენ.
2020 წელს სოციალურ ქსელში კოვიდ 19-თან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვერტმფრენები ჰაერის “შეწამლვას” აპირებდნენ კორონავირუსის მიკრობების ლოკალიზაციის მიზნით. ამის გამო სოფლის მცხოვრებლებმა დაიწყეს თივის გადაფარვა, რათა დაეცვათ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მავნე ნივთიერებებისგან.
რა რეაქცია მოჰყვა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას?
COVID-19-ის პანდემიის დაწყების პირველი დღიდან მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი დიდი იმედით ელოდა ვაქცინის შექმნას. მაშინ, როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა და სხვადასხვა ინსტიტუტმა ვაქცინაზე მუშაობის დასრულებაზე განაცხადა, ციფრულ სამყაროში და არა მარტო, უამრავი ცრუ ინფორმაცია. ანტივაქსერთა ნაწილი უშვილობაზე საუბრობდა, ნაწილი კი სხეულში სათვალთვალო ჩიპის მოთავსების შესახებ.
2021 წლის 15 მარტიდან საყოველთაო ვაქციანაციის პროცესი საქართველოშიც დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია ნებაყოფლობითი იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრებების, მითების, დეზინფორმაციის გავრცელების გამო ხალხს ეშინოდა აცრა. იგივე სიტუაცია იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. მოსახლეობის უმეტესობა აქ არ იცრებოდა მანამ, სანამ ეს არ გახდა სავალდებულო. ხალხის ნაწილი სამსახურის შენარჩუნების გამო, ნაწილი საზღვრის გადაკვეთის, ნაწილი კი სწავლის გაგრძელების გამო იცრებოდა. ამჟამად სიტუაცია იმდენად მწვავე არაა, როგორც კორონავირუსის პიკის დროს იყო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვაქციანაცია დაიწყო 2021 წლის 9 ივლისიდან.
- 2021 წელს ნინოწმინდაში 3 591 ადამიანი აიცრა,
- 2022 წლის დეკემბრამდე კი 1 652 ადამიანი
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში 2022 წლის მონაცემებით 18 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. აცრილთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 30%-ს შეადგენს. დღემდე ხალხის უმეტესობა გავრცელებული მითების გამო არ იცრება.
რა მითები იყო გავრცელებული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რის გამოც ხალხს არ უნდოდა აცრა?
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბევრი სხვადასხვა სახის ყალბი ინფორმაცია იყო მისული მოსახლეობის ყურამდე. დაწყებული უშვილობით, დამთავრებული სხვა ტპის დაავადებების გაჩენით. განსაკუთრებით ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ვაქცინაცია მოსახლეობაში უნდობლობისა და საფრთხის ფაქტორს წარმოადგენდა.
რა გავლენა მოახდინა დეზინფორმაციის გავრცელებამ მოსახლეობაზე?
მარი ციყელაშვილი უკვე 9 წელია, რაც ნინოწმინდაში სტილისტად მუშაობს. ის 2021 წლის სექტემბერში სინოფარმის ვაქცინით სრულად აიცრა. მასზე დეზინფორმაციამ გავლენა არ იქონია. ამბობს, რომ ესმოდა სხვადასხვა სახის ჭორები: “თუ აიცრები 2 წელიწადის სიცოცხლე დარგჩება”, “იმუნიტეტი აღარ გექნება” და ა.შ. თუმცა მეგობრებთან ერთად წავიდა და აიცრა, რადგან ვაქცინაცია მისთვის მნიშვნელოვანია
გაიანე მარიკიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში ცხოვრობს. იგი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ის არ არის აცრილი კორონავირუსის წინააღმდეგ, რადგან მას უთხრეს, რომ აცრა უფრო მეტ, სხვა დაავადებებს გამოიწვევს მის ორგანიზმში.
გაიანე ამბობს, რომ დროის მანძილზე ის მიხვდა, რომ ვაქცინას სარგებლის გარდა სხვა არაფერი მოაქვს. “აცრა აუცილებელია, თუ გინდა, რომ თავი დაიცვა ვირუსისგან, აუცილებლად უნდა აიცრა. სხვაგვარად საფრთხეს შეუქმნი, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც.” – ამბობს იგი.
გაიანე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არ ყოფილა, თუმცა ფიქრობს, რომ თუ არის მცირედი შანსი იმისა, რომ პანდემიის ახალი ალღა დაიწყება, მოსახლეობა უნდა აიცრას.
“მე არ ვარ აცრილი, მაგრამ ახლა, რომ მქონოდა საშუალება და დრო, აუცილებლად ავიცრებოდი. პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობისთვის.”
ვაქცინაციის შესახებ სხვადასხვა მითებია გავრცელებული, რაც რეალობას არ შეესაბამება. წარმოგიდგენთ 12 ყველაზე გავრცელებულ მითს და ფაქტებზე დაფუძნებულ პასუხებს.
მითები-და-რეალობა by Radio NOR on Scribd