დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი ფეისბუქ გვერდზე აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ჯარიმის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“როგორც იცით, მიმდინარე კვირაში “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ბევრი მოქალაქე დააკავეს. ჩვენ დავაანონსეთ ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდის უზრუნველყოფა. ამჟამად ჯარიმის ანაზღაურებაზე შემოსულია 6 განცხადება, გადასახდელი ჯარიმების საერთო თანხა 12600 ლარია. თითოეული პირისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 2000 ან 2300 ლარია.
კონტაქტი გვაქვს პარტნიორი ორგანიზაციების იურისტებთან, რომლებიც უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ დაკავებულებს. მომდევნო დღეებში ველოდებით დამატებით მოთხოვნების შემოსვლას. როგორც ადვოკატებმა გვაცნობეს, მომდევნო დღეებში მოხდება პროცესების შეჯამება და სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩაბარება.
ჩვენს მიერ გამოყოფილი საწყისი ბიუჯეტი არის 30.000 ლარი, რომელსაც გამოვიყენებთ თანხის ამოწურვამდე.
ასევე დავაანონსეთ შემოწირულობების შეგროვება. ამჟამად ჩარიცხულია 1100 ლარი.
მადლობა ყველას, ვინც თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხა” – წერს ნანუაშვილი თავის პოსტში.
ინფორმაცია შემოწირულობისთვის
ანგარიშის ნომრები:
ლარი: #GE41TB7249036080100001
დოლარი/ევრო: #GE85TB7249036180100001
მიმღები: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
დანიშნულება: არა რუსულ კანონს
საერთაშორისო გადარიცხვები:
ამერიკულ დოლარში:
Beneficiary’s Bank: JSC TBC Bank
Bank Code: TBCBGE22
Beneficiary’s IBAN: #GE85TB7249036180100001
Name of Beneficiary: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI Intermediary Bank: CITIBANK N.A. NEW-YORK, USA
SWIFT: CITIUS33
ABA: 021000089
ევროში:
Beneficiary’s Bank: JSC TBC Bank
Bank Code: TBCBGE22
Beneficiary’s IBAN: #GE85TB7249036180100001
Name of Beneficiary: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI Intermediary Bank: COMMERZBANK AG FRANKFURT/MAIN, GERMANY
SWIFT: COBADEFF
BLZ: 50040000